Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ბოლო რამდენიმე საათში ორი მიწისძვრა მოხდა


დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 01:52 საათზე, რუსთავთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ბიძგი იგრძნობოდა დედაქალაქშიც.

რამდენიმე საათით ადრე 4.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან.

სოფელ სამებასთან ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ათეული მიწისძვრა დაფიქსირდა.

ივლისის დასაწყისში რადიო თავისუფლებას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში განუცხადეს, რომ ერთსა და იმავე ადგილას დაფიქსირებული მიწისქვეშა ბიძგები „რაიმე განსაკუთრებულის მანიშნებელი არ არის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG