Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანიდან კვლავ ვრცელდება ცნობები სამხედრო გადატრიალებისა და ქვეყნის პრემიერის დაპატიმრების შესახებ


ხარტუმი, 25 ოქტომბერი 2021 წელი

სუდანში, რომელიც სექტემბრის ბოლოდან ყურადღების ცენტრშია, მრავალრიცხოვანი ცნობების თანახმად, სამხედრო გადატრიალების მცდელობას აქვს ადგილი.

არაბული და დასავლური საინფორმაციო საშუალებების თანახმად, სამხედროებმა დააპატიმრეს სამოქალაქო მინისტრების ნაწილი და მათ შორის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდუკი, ასევე რამდენიმე პროვინციის გუბერნატორი და სხვა პოლიტიკოსები.


ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სახელით გავრცელდა განცხადება, რომელშიც იგი მოუწოდებს დემოკრატიის მომხრეებს, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და მშვიდობიანი საშუალებებით დაუპირისპირდნენ გადატრიალებას. სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეოები, რომელზეც ჩანს ბარიკადები ხარტუმის ქუჩებში.

მანამდე სუდანში 21 სექტემბერს იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ აღმოფხვრა.

როგორც არაბულენოვანი მედიასაშუალებები იუწყებიან დროებითი სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომელიც ქვეყანას მართავს ავტორიტარი პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის ჩამოგდების შემდეგ, მეამბოხეებმა სამხედროთა შორის სცადეს რამდენიმე სამთავრობო შენობის, ასევე მედიასაშუალებების შტაბბინების ხელში ჩაგდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG