Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალილზადი: აშშ-მა ღანიზე არ განახორციელა საკმარისი ზეწოლა, რათა მას თალიბანთან ძალაუფლება გაეყო


ზალმაი ხალილზადი
ზალმაი ხალილზადი

ზალმაი ხალილზადი, თავის პირველ გამოსვლაში მას შემდეგ, რაც დატოვა ავღანეთში აშშ-ის წარმომადგენლის თანამდებობა, ამბობს, რომ აშშ-მა ავღანეთის პრეზიდენტზე არ განახორციელა საკმარისი ზეწოლა საიმისოდ, რომ მას თალიბანთან ძალაუფლება გაეყო.

CBS TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 24 ოქტომბერს გავიდა ეთერში, ხალილზადმა ღრმა დაეჭვება გამოხატა აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე, უარი ეთქვათ ჯარების გაყვანის იმ პირობებზე, რომელთა შესახებაც ხალილზადი აწარმოებდა მოლაპარაკებას თალიბანთან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აკრიტიკებენ ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გამოსვლის პროცესის ქაოსურობის, და ქვეყანაზე თალიბანის მიერ კონტროლის სწრაფად დამყარების გამო, მას შემდეგ, რაც დასავლეთი 21 წელიწადის განმავლობაში იყო ჩართული ავღანეთში. ბაიდენი, თავის მხრივ, აკრიტიკებს შეთანხმებას, რომლის შესახებაც ხალილზადი აწარმოებდა მოლაპარაკებას თალიბანთან, თვეების განმავლობაში ყატარში მიმდინარე შეხვედრებზე - პრეზიდენტი აცხადებს, რომ როცა 20 იანვარს თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, ამ შეთანხმებით ადმინისტრაციის მოქმედება შეზღუდული იყო.

ვაშინგტონსა და თალიბანს შორის 2020 წლის 29 თებერვალს მიღწეულმა შეთანხმებამ აშშ-ს გზა გაუხსნა ავღანეთიდან თავისი ძალების გამოსაყვანად. შეთანხმების მხარე არ იყო პრეზიდენტ აშრაფ ღანის მაშინდელი მთავრობა, მაგრამ ხალილზადი ამბობს, რომ ეს შეთანხმება წარმოადგენდა "პირობებზე დაფუძნებულ პაკეტს", რომელშიც გათვალისწინებული იყო მოლაპარაკება თალიბანსა და ქაბულს შორის, ისევე, როგორც ცეცხლის პერმანენტული შეწყვეტის პერსპექტივა.

XS
SM
MD
LG