Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი პრეზიდენტი


უზბეკეთის პრეზიდენტი, შავკატ მირზოევი გამარჯვებულად გამოცხადდა ქვეყანაში 24 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში - როგორც მოსალოდნელი იყო კენჭისყრაზე, რომელშიც რეალური ოპოზიცია არ მონაწილეობდა და რომელზეც დასავლელმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ის "არ იყო ნამდვილად კონკურენტული".

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ზაინუდინ ნიზომჰოჯაევმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ მირზოევს ამომრჩევლის 80,1 პროცენტი მიემხრო. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 20 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩევლის 80,4 პროცენტმა.

64 წლის მირზოევს უპირისპირდებოდა ოთხი ნაკლებად ცნობილი კანდიდატი, რომლებიც დიდწილად ხელისუფლებას უჭერენ მხარს. სამ ოპოზიციურ პარტიას არ მიეცა რეგისტრაციის უფლება, კენჭისყრაზე თავ-თავიანი კანდიდატების დასახელებისთვის.

ეუთოს ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ გარკვეული მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, არჩევნები "არ იყო ნამდვილად კონკურენტული".

მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებია უზბეკეთისთვის, სადაც 35 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ამომრჩევლის აქტივობამ 70 პროცენტს გადააჭარბა. წინასწარი შედეგები 25 ოქტომბერს გამოცხადდება.

პირველი ვადის ამოწურვისას მირზოევს სირთულეები შეექმნა იმ აღქმასთან დაპირისპირებაში, რომ მისი მთავრობა ბევრი თვალსაზრისით იმეორებს მისი ვეტერანი წინამორბედის, ისლამ ქარიმოვის ავტორიტარულ მართვას. მირზოევმა შუა აზიის ეს ქვეყანა გახსნა უცხოური ინვესტიციებისთვის, გააუმჯობესა უზბეკეთის ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, შეამსუბუქა ქარიმოვის პერიოდის დროს შემოღებული შეზღუდვები რელიგიის თავისუფლებაზე და ათობით პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. მაგრამ, მისი წინამორბედის მსგავსად, მირზოევი ფაქტობრივად შეუზღუდავ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს უზბეკეთში და მის ნათესავებს ადანაშაულებენ ამ ძალაუფლების გამოყენებაში სიმდიდრის დაგროვების მიზნით.

მირზოევის ადრეული მიღწევების ნაწილს ჩრდილი მიაყენა COVID-19-ის პანდემიამაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG