ევროკავშირმა 600 მილიონი ევრო გამოყო უკრაინისთვის მაკროსაფინანსო დახმარების სახით, რაც ნაწილია პროგრამისა, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის პანდემიის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქებას.
"ეს არის მეორე და საბოლოო ტრანში, უკრაინის მიმდინარე MFA-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოსდევს 2020 წლის დეკემბერში 600 მილიონი ევროს გამოყოფას"მ - განაცხადა ევროპულმა კომისიამ 25 ოქტომბერს.
უკრაინისთვის რამდენიმე მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამით გაცემული სესხების ოდენობა ამჟამად 4,4 მილიარდ ევროს უტოლდება.
"დღეს 600 მილიონი ევროს გამოყოფა, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის მაკროსაფინანსო დახმარების სახით ნასესხებ თანხას 4,4 მილიარდ ევრომდე ზრდის. ეს თანხები წარმოადგენს არა მხოლოდ ხელშესახებ მტკიცებულებას უკრაინის ხალხისადმი ჩვენი ერთგულებისა, არამედ ასევე აჩვენებს უკრაინის მიერ აუცილებელი რეფორმების შესრულებას, როგორც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და კომისიასთან", - თქვა ევროკავშირის ეკონომიკის კომისარმა, პაოლო გენტილონიმ.
ევროპის კომისია აცხადებს, რომ შეაფასა უკრაინის მიერ გატარებული რვა რეფორმა, მათ შორის, საჯარო ფინანსების მენეჯმენტში, მმართველობაში, კანონის უზენაესობასა და ბიზნესის კლიმატის გაუმჯობესებაში.
უკრაინისთვის გამოყოფილი ეს დახმარება ნაწილია 3 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდისა, რომელიც გათვალისწინებულია სამეზობლოს და გაფართოების ათი პარტნიორი ქვეყნისთვის, პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან საბრძოლველად.
დაწერეთ კომენტარი