Accessibility links

site logo site logo

იუსტიციის სახლებში მომსახურების მისაღებად წინასწარი ჯავშანი მოიხსნა


25 ოქტომბრიდან მოიხსნა იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად დაწესებული წინასწარი ჯავშანი. „ჯავშნის მოხსნა უკავშირდება იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას. ასევე, მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფო მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნის მატებას, რის გამოც წინასწარი დაჯავშნის პირობებში, იუსტიციის სახლში ვიზიტის განსახორციელებლად, სულ მცირე, 1-კვირიანი მოლოდინი იყო საჭირო“, - იუწყება იუსტიციის სახლი. მისი განცხადებით, რიგი იმართება COVID-რეგულაციების გათვალისწინებით. მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი.

მართალია, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იუსტიციის სახლი მოქალაქეთა ნაკადის გატარებას მაქსიმალურად მოკლე დროში ახორციელებს, მოქალაქეები „ფეისბუკზე" წერენ, რომ სერვისის მისაღებად დიდხანს უწევთ რიგში დგომა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 46 პაციენტი. ეს 23 სექტემბრის შემდეგ ლეტალობის ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 22 847 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1 942 შემთხვევა. 4 650-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი, როგორც წესი, შემცირებულია და, შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რომელიც ორშაბათობით ქვეყნდება. გასული კვირის სამუშაო დღეებში, როცა 24 საათში ტესტირებულთა რიცხვი 50 000-ზე მეტი იყო, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 4000-ს და 5000-ს აჭარბებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG