რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ქვეყანაში არ ჰყოფნით 150 ათასი ექიმი და ექთანი, რაც 15%-იან საკადრო დეფიციტს მოასწავებს.
ამასთანავე იზრდება იმ მედიცინის მუშაკთა რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსით დაიღუპნენ. 2021 წლის პირველ ნახევარში კორონავირუსის ინფექციის შედეგად რუსეთში დაახლოებით 1100 მედიცინის მუშაკი დაიღუპა. ასეთი მონაცემი მოიყვანა რუსეთის სახელმწიფო დუმის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი მაკაროვმა, რომლის თანახმად, სწორედ ამ რაოდენობის გარდაცვლილ მედიცინის მუშაკებზე გაიცა სამთავრობო კომპენსაცია.
ამასთან, 2020 წელს, როდესაც რუსეთში ჯერ კიდევ არ იყო გამოგონილი ვაქცინა, ქვეყანაში კორონავირუსისგან 485 ექიმი გარდაიცვალა.
26 ოქტომბერს რუსეთის საგანგებო შტაბმა განაახლა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა. განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ვირუსმა რუსეთში იმსხვერპლა 1106 ადამიანი, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 36446-ით გაიზარდა.
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი