Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და ევროპაში 150 პირი დააკავეს ინტერნეტში უკანონო საქონლით ვაჭრობისთვის


სამართალდამცავებმა აშშ-სა და ევროპაში 150 ადამიანი დააპატიმრეს აკრძალული საქონლით ინტერნეტში ვაჭრობისთვის. ეს ე.წ. „ბნელი ქსელის“ (dark web) წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი უდიდესი ოპერაცია იყო. „ბნელი ქსელი“ არის ინტერნეტის ნაწილი, რომელიც დაშიფრული ქსელის ფარგლებში იმართება და მასში შეღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ იარაღებით, რომლებიც ანონიმურობას უზრუნველყოფს.

ოპერაცია Dark HunTOR-ის ფარგლებში გამოააშკარავეს 26,7 მილიონი ევრო (31 მლნ დოლარი) ნაღდი ფულისა და ვირტუალური ვალუტის სახით, ასევე 234 კილოგრამი წამალი და 45 ცეცხლსასროლი იარაღი, იტყობინებიან აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და ევროპოლი 26 ოქტომბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

65 ადამიანია დაპატიმრებული აშშ-ში, 47 - გერმანიაში, 24 - ბრიტანეთში, ოთხ-ოთხი - იტალიასა და ნიდერლანდში, სამი - საფრანგეთში, ორი - შვეიცარიასა და ერთი - ბულგარეთში. რამდენიმე მათგანი ევროპოლის „პრიორიტეტულ სამიზნედ“ მიიჩნეოდა.

აშშ-ის თანახმად, ამოღებულ უკანონო სამედიცინო საშუალებებს შორისაა არალეგალურდ დამზადებული მედიკამენტები და ოპიოიდების აბები, ასევე 152 კილოგრამი ამფეტამინი, 21 კილოგრამი კოკაინი და 32,5 კილოგრამი ექსტასი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG