Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის წარმომადგენელი ეჭვს გამოთქვამს თალიბანის შესაძლებლობაზე, ავღანეთში "ისლამურ სახელმწიფოს" დაუპირისპირდეს


კოლინ კალი
კოლინ კალი

პენტაგონის მაღალჩინოსნის განცხადებით, გაურკვეველია, აქვს თუ არა თალიბანს იმის შესაძლებლობა, რომ ეფექტიანად ებრძოლოს ექსტრემისტულ ჯგუფს, "ისლამურ სახელმწიფოს", მაშინაც კი, თუკი ცხადია, რომ ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისთვის "სამკვდრო-სასიცოცხლო მტრები" არიან.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, კოლინ კალმა კონგრესის კომიტეტს 26 ოქტომბერს უთხრა, რომ აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, თალიბანს "მაღალი მოტივაცია" აქვს, შეებრძოლოს "ისლამურ სახელმწიფო - ხორასანს". თუმცა დასძინა, რომ კვლავ დაზუსტებას საჭიროებს ის, თუ რამდენად აქვს თალიბანს ამის გაკეთების შესაძლებლობა.

ექსტრემისტული ჯგუფის ადგილობრივმა ფრთამ, "ისლამურმა სახელმწიფო - ხორასანმა" რამდენიმე სისხლიან თავდასხმაზე იკისრა პასუხისმგებლობა მას შემდეგ, რაც აგვისტოში ავღანეთზე თალიბანმა დაამყარა კონტროლი.

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, კალმა თქვა, რომ, არსებული შეფასებით, "ისლამურ სახელმწიფო - ხორასანს" ავღანეთში "რამდენიმე ათასი" მებრძოლი ჰყავს და დასძინა, რომ ჯგუფმა აშშ-ზე იერიშის მიტანის შესაძლებლობა შესაძლოა სულ რაღაც ექვს თვეში მოიპოვოს.

კალმა ავღანეთში ალ-ყაიდის შესახებაც ილაპარაკა და თქვა, რომ ეს ექსტრემისტული ორგანიზაცია კიდევ უფრო კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს, თალიბანთან მისი კავშირების გამო.

თალიბანის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ამირ ხან მუთაყიმ განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოსგან" მომდინარე საფრთხეს პასუხს გასცემენ. მან ასევე თქვა, რომ ავღანეთი არ გადაიქცევა ბაზად სხვა ქვეყნებზე თავდასხმების დასაგეგმად.

XS
SM
MD
LG