Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შიდა ქართლში, სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუს-ში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს. ასევე, გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

საოკუპაციო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს არაერთი მოქალაქე ჰყავთ უკანონოდ დაკავებული. მათი ნაწილი ამ დრომდე რჩება საპატიმროში, ნაწილი კი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG