Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვეს


ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ-რაუნდს ისრაელი უმასპინძლებს, 2022 წლის მაისში.

საქართველოს 17-წლამდელ ვაჟთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი სასურველი შედეგით დაასრულა და ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა.

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა უნგრეთში გამართულ ჯგუფურ ეტაპზე სამი თამაში ჩაატარა. მოუგო მასპინძელ უნგრეთს (1:0), ფრედ ითამაშა ისლანდიასთან (1:1), დამარცხდა ესტონეთთან (0:1) და ოთხი ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ელიტ-რაუნდის საგზურები ქართველმა და ესტონელმა ჭაბუკებმა გაინაღდეს.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ-რაუნდს ისრაელი უმასპინძლებს, 2022 წლის მაისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG