Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი ევროპაში ჩავიდა G20-ის სამიტსა და კლიმატის საკითხების ფორუმში მონაწილეობისთვის


29 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტი ევროპაში ჩავიდა. ტურნეს ფარგლებში ის რომში მონაწილეობას მიიღებს 20 ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნის, „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტში, მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს გამართავს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ და შეხვდება რომის პაპს, ფრანცისკეს.

ბაიდენი ასევე მონაწილეობას მიიღებს კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გლაზგოში იმართება.

ბაიდენის ევროპული პროგრამის პირველი პუნქტია პაპთან შეხვედრა პარასკევს. ბაიდენი ღრმად მორწმუნე კათოლიკეა. მის წინამორბედთა შორის ასეთი იყო მხოლოდ ერთი - ჯონ კენედი.

ვატიკანის გადაწყვეტილებით, მედიასაშუალებები ვერ გადაიღებენ რომის პაპის და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრის დასაწყისს და დასასრულს, როგორც ეს ტრადიციულად ხდება ოფიციალური შეხვედრების დროს. დამოუკიდებელი მედია ვატიკანის პრესსამსახურისგან მიიღებს რედაქტირებულ ვიდეოჩანაწერს. ვატიკანის პრესმდივანმა მატეო ბრუნიმ განაცხადა, რომ ეს ნორმალური პროცედურაა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედებს.

რომში დიდი „ოცეულის შეხვედრა 30 ოქტომბერს გაიმართება. გლაზგოს სამიტი კი 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე იმუშავებს.

XS
SM
MD
LG