Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტმა ახლო მომავალში შესაძლოა, გადაწყვიტოს საფეხბურთო სტადიონებზე ქალების დაშვება


ირანის პარლამენტი უახლოეს მომავალში გადაწყვეტს, დაუშვან თუ არა ქალები საფეხბურთო სტადიონებზე. ამას აქტიურად მოითხოვს ფიფა, ფეხბურთის საერთაშორტისო ფედერაცია.

ირანში, მაჰმადიანურ ქვეყანაში, ქალებს, უკვე ოთხი ათწლეულია, აკრძალული აქვთ სტადიონებზე საფეხბურთო მატჩებზე დასწრება.

"ირანის ფეხბურთის ფედერაციამ [FFI] პარლამენტს პროექტი წარუდგინა ", განაცხადა ირანის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა, ჰასან ქამრანიფარმა 28 ოქტომბერს, იტყობინება ირანის მედია.

"თუ მას დაამტკიცებენ, ქალებს მალე შეეძლებათ საფეხბურთო სტადიონებზე შესვლა", განაცხადა ქამრანიფარმა შემდგომი დეტალების დაზუსტების გარეშე. ირანის კონსერვატიული მმართველი სასულიერო კლასი წინააღმდეგია იმისა, რომ ქალებს მამაკაც გულშემატკივრებთან ერთად ჰქონდეთ სტადიონებზე ყოფნის უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG