Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში წითელ მოედანზე ორალური სექსის იმიტაციისთვის ბლოგერს და მის მეგობარ ქალს ათ-ათი თვით პატიმრობა მიუსაჯეს


რუსლან ბობიევი და ანასტასია ჩისტოვა სასამართლო პროცესზე
რუსლან ბობიევი და ანასტასია ჩისტოვა სასამართლო პროცესზე

მოსკოვის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ბლოგერს და მისი მეგობარ ქალს, მოდელს, და ათ-ათი თვით პატიმრობა მიუსაჯა მათ ფოტოსთვის, რომელზეც გამოსახულია ორალური სექსის იმიტაცია მათ შორის რუსეთის დედაქალაქის წითელ მოედანზე, ვასილი ნეტარის ტაძართან.

სასამართლომ 29 ოქტომბერს დამნაშავედ ცნო ტაჯიკეთის მოქალაქე, რუსლან ბობიევი, ასევე ცნობილი, როგორც რუსლანი თალაბჯონი და მოდელი, ანასტასია ჩისტოვა მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის და იმავე დღეს განაჩენი გამოუტანა ორივეს.

სექტემბრის ბოლოს, ბობიევმა ინსტაგრამით გაავრცელა ფოტო, რომელზეც გამოსახულია მის წინ მუხლებზე მდგომი ჩისტოვა, რომელიც ორალური სექსის იმიტაციას აკეთებს ტაძრის ფონზე. ფოტოზე ჩისტოვას აცვია ქურთუკი წარწერით „პოლიცია“.


ბობიევს სასამართლომ გამოუცხადა ასევე თავის მშობლიურ ტაჯიკეთში დეპორტაცია.

30 სექტემბერს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ბობიევი ბოდიშს იხდის ფოტოსთვის და პირობას დებს, რომ მომავალში მსგავსს არ გაიმეორებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG