Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძის თქმით, მათ დამკვირვებლებს ქუთაისის უბნებზე პრობლემები ექმნებათ


"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მათ დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე პრობლემები ექმნებათ. მან ბრიფინგზე თქვა, რომ დამკვირვებლებს იმ ადგილებზე არ აყენებენ, საიდანაც შესაძლებელია იდენტიფიცირება აძლევს თუ არა მოქალაქე ხმას საკუთარი პირადობის მოწმობით.

"დილიდან პრაქტიკულად ყველა უბანზე, ქუთაისში 124 უბანია, ჩვენს დამკვირვებლებს შეექმნათ პრობლემები. განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ რეგისტრატორების უკან დამკვირვებლების განლაგებას, რაც რეალურად არის ის სქემა, რომელსაც გაყალბებისთვის იყენებს ქართული ოცნება. ძალიან მასიური იყო ყალბი პირადობების გამოყენება პირველ ტურზე და ახლაც", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ქუთაისის მე-7 საარჩევნო უბანზე იყო კარუსელის მცდელობა და მარკირებული მოქალაქე ხელახლა ცდილობდა ხმის მიცემას. მანვე აღნიშნა, რომ მათ აქვთ მოსყიდვის ფაქტების ამსახველი კადრები, რომელსაც გადაცემასაც მედიას დაჰპირდა.

"ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო უბნებზე დარღვევებზე დილიდან საუბრობს. პარტიის დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ დუისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქე სხვისი პირადობის მოწმობით მივიდა უბანზე.

დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქში მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. მეორე ტური იმართება ხუთივე თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG