Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი: მნიშვნელოვანია არჩევნების შემდგომ მხარეებს შორის ნდობა გაიზარდოს


საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დასრულდეს არსებული პოლარიზაცია და არჩევნების შედეგის მიუხედავად, მხარეებს შორის გაიზარდოს ნდობა, რათა ქვეყანა წავიდეს წინ, ვინაიდან, ევროკავშირის ელჩის თქმით, წინსვლა არის ის რაც ახლა საქართველოს სჭირდება.

ამის შესახებ კარლ ჰარცელმა მედიასთან საუბარში განაცხადა თბილისის N 1 საარჩევნო უბანთან, სადაც ის იმყოფებოდა საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად.

„დღეს არჩევნების დღეა და ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ პოლიტიკაზე არ უნდა ვილაპარაკოთ ეს არის დღე როდესაც ხალხი უნდა გამოვიდეს და თვითონ შექმნას პოლიტიკა, ვინაიდან არჩევნების დღეს უმრავლესობა კი არ წყვეტს რა არჩევანი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში არამედ ისინი ვინც საარჩენო უბნებზე მოვა და ხმას მისცემს თავის კანდიდატს“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი დიდი ხანია მუშაობს საქართველოში საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად, პროცესის სანდოობისთვის და დაელოდება ეუთო/ოდისის სააბოლოო დასკვნას.

კარლ ჰარცელმა გამოხატა წუხილი არსებული პოლარიზაციის გამო.

„პოლარიზაცია კიდევ უფრო იზრდებოდა და მას თან სდევდა მწვავე რიტორიკა მთელი საარჩვენო პროცესის განმავლობაში და მნიშვნელოვანია არჩევნების შემდგომ გაიზარდოს ნდობა მხარეეს შორის იმის მიუხედავად რა შედეგი ექნება არჩვენებს რადგან წინსვლა არის ის რაც ამ ქვეყანას სჭირდება, ამისთვის საჭიროა კონსოლიდაცია“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მან ამომრჩევლებს მოუწოდა საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ, გამოთქვა იმედი რომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეეძლებათ „მშვიდ და მშვიდობიან გარემოში“. ასევე მედიას ექნება შესაძლებლობა მშვიდ გარემოში შეასრულოს პროფესიული მოვალეობა.

„ამ კონტექსტში მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ისინი დილიდან შეუდგნენ საქმეს და გვიანობამდე მოუწევთ მუშაობა, ვუსურვებ მათ გამბედაობას, გამძლეობას და ჯანმრთელობას“,- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

დღეს, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე სამედიცინო ნიღბით მივიდა.

თბილისში, მერის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები, კახა კალაძე და ნიკა მელია მონაწილეობენ. პირველ ტურში კალაძემ ხმების 45% მიიღო, ხოლო მელიამ - 34%. პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო იყო ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე. მეორე ტურში გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელიც კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობას მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG