Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობია, დააკავეს თუ საარჩევნო უბანს განარიდეს გიორგი კაპანაძე


რუსთავში, 74-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს.

რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გარკვევა, თუმცა, როგორც შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, გიორგი კაპანაძესთან დაკავშირებით განმარტება მოგვიანებით გაკეთდება.

გიორგი კაპანაძის დაკავების პროცესს შეესწრო ტელეკომპანია „მთავარის“ კორესპონდენტი, ნინუცა კეკელია:

„არ ვიცით, სად არის და სად გადაიყვანეს. არც ის განუმარტავთ, რატომ აკავებდნენ. მისული იყო უბნის კომისიის თავმჯდომარესთან, რომელსაც უხსნიდა, რომ არ შეიძლებოდა ამომრჩეველთა აღრიცხვისას პირთა იდენტიფიცირება. აკაკი ბობოხიძისგან ვიღებდით ინტერვიუს, როცა გიორგი კაპანაძე საარჩევნო უბნიდან გამოიყვანეს პოლიციელებმა. ისე ჩასვეს ავტომობილში, რომ მიზეზი არ უთქვამთ“.

30 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტების ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური იმართება.

რუსთავში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით კირკიტაძე უპირისპირდებიან.

არჩევნების პირველი ტურის მიხედვით, ნინო ლაცაბიძემ მიიღო ხმების 44,8%, დავით კირკიტაძემ კი - 43,5%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG