Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" "იმედის" ეგზიტპოლზე დაყრდნობით გამარჯვებას აღნიშნავს


"ქართული ოცნება" ტელეკომპანია "იმედის" ეგზიტპოლზე დაყრდნობით გამარჯვებას აღნიშნავს. კვლევა არხმა მხოლოდ ოთხ თვითმმართველ ქალაქში ჩაატარა, თუმცა მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ 20-ვე ქალაქში გაიმარჯვა.

​მან მადლობა გადაუხადა ხალხს და ღმერთს.

"მე მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს ხალხს და ჩვენს მხარდამჭერებს. მადლობა ჩვენს ხალხს ყველაფრისთვის! თქვე მადლობა. მადლობა უფალს ძალიან კარგად, მშვიდად ჩატარდა არჩევნები და ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ, წინასწარი მონაცემების მიხედვით. ახლა მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას და მინდა მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე და ასევე ყველა მერს, ყველა ჩვენს კანდიდატს და მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ", - განახაფა ღარიბაშვილმა.

ტელეკომპანია "იმედის" ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ოთხ თვითმმართველ ქალაქში მმართველი პარტიის კანდიდატების იგებენ. მონაცემები 18:00 საათის მდგომარეობას ასახავს.

თბილისი:

  • ნიკა მელია ("ნაციონალური მოძრაობა") - 42,8%;
  • კახა კალაძე ("ქართული ოცნება") - 57,2%.

რუსთავი:

  • დავით კირკიტაძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 46,2%;
  • ნინო ლაცაბიძე ("ქართული ოცნება") - 53,8%.

ბათუმი:

  • გიორგი კირთაძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 49,2%.
  • არჩილ ჩიქოვანი ("ქართული ოცნება") - 50,8%.

ქუთაისი

  • ხატია დეკანოიძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 48,1%;
  • იოსებ ხახალეიშვილი ("ქართული ოცნება")​ - 51,9%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG