Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელმაც კოალიცურ მმართველობას დაუჭირეს მხარი


ნიკა მელია
ნიკა მელია

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გაცნობის შემდეგ ილაპარაკა არჩევნების შესახებ.

„დღის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო კარგად ვიხილეთ რა არის „ქართული ოცნების“ სახე. მე თვითონაც მძულს ეს ფრაზები, ეპითეტები, თითქოს ვამკობ ხელისუფლებას, როდესაც ვსაუბრობ, რომ ისინი არიან მოძალადეები, აგრესორები, მაგრამ, ფაქტი, რომლის კონსტანტირებას ვახდენ - დღეს „ქართული ოცნება“ საერთოდ მარცხნივ არის, კილომეტრებით დაშორებული არის პოლიტიკას. მათ პრეტენზიაც კი არ აქვთ, რომ იყვნენ პოლიტიკურ პროცესში. თავიდან ბოლომდე ძალადობაზე, ძალისმიერი მეთოდებით, პროკურორებით, პოლიციელებით, ვითომ კრიმინალებით, ვითომ „ძველი ბიჭებით“, რომლებიც ამოფარებული არიან პოლიციელებს, ასე ატარებენ ესენი არჩევნებს. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად მათი ძალადობისა, მათ მიერ ზიზღის ფრქვევისა, ეს არ ეყოთ. გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა", - თქვა პოლიტიკოსმა.

ნიკა მელია მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, რომელმაც არჩევანი გააკეთა კოალიცური მმართველობის სასარგებლოდ.

მელია მიმართავს ოპოზიციის ლიდერებს და აცხადებს, რომ ახლა შტაბებში ყოფნის დრო არ არის. მისი თქმით, ყველამ, ვისაც აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, უბნებზე უნდა დაიცვას ხმები მოძალადეებისგან.

"მთავარის" ეგზიტპოლის თანახმად, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიამ ("ნაციონალური მოძრაობა") მიიღო 51%; კახა კალაძე ("ქართული ოცნება") - 49 %

ტელეკომპანია "იმედის" ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მმართველი პარტიის კანდიდატების იგებენ.

ამ მონაცემებით, თბილისში ნიკა მელიამ მიიღო 42,8%; კახა კალაძემ - 57,2%.

XS
SM
MD
LG