იტალიაში მიმდინარე G20-ის ქვეყნების ლიდერები ორდღიანი სამიტის განმავლობაში მხარს დაუჭერენ შეთანხმებას, რომელიც გლობალური მინიმალური გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად ტრანსნაციონალური კომპანიები 2023 წლიდან ვალდებული იქნებიან გადაიხადონ მოგების გადასახადის არანაკლებ 15%. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (ОЭСР) შეფასებით, ტრანსნაციონალური კორპორაციებისგან გადახდილი გადასახადის რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი იქნება.
ოქტომბერში 136 ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას გლობალური კორპორაციების მინიმალური დაბეგვრის შესახებ, მათ შორის ისეთი ინტერნეტ-გიგანტების, როგორიცაა Google, Amazon-ი, Facebook-ი, Microsoft-ი და Apple. მათთვის აღნიშნული შეთანხმებით რთული იქნება გადასახადებისგან თავის არიდება ისეთი ოფისების გახსნით, რომლებიც წესდების თანახმად მცირე თანხებით იბეგრებიან.
დაწერეთ კომენტარი