Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი: წინ კვირა დღეა, დამარცხებულებმა დაისვენეთ და ლოგინში გადატრიალდით


​საქართველოს განათლებისა და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციონერ მერობის კანდიდატებს "ფეისბუკით" მიმართავს და "დასვენებას" და "ლოგინში გადატრიალებას" ურჩევს. ამავე პოსტით მან თანაპარტიელებს გამარჯვება მიულოცა.

"წინ კვირა დღეა. დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით.

რაც შეეხებათ ოცნების კანდიდატებს, ყველა გამარჯვებულს ვულოცავ, ვისთვისაც ხმების დათვლა დასრულდა ან ბოლო ეტაპს უახლოვდება. წინ ბევრი საქმეა! იმედების გამართლებას გისურვებთ!" - წერს წულუკიანი.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს გამოქვეყნებული წინასწარუ შედეგების მიხედვით, ყველა ქალაქს, წალენჯიხის გარდა "ქართული ოცნების" კანდიდატები იგებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG