Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კირთაძე: "ივანიშვილის რეჟიმი სხვა გზას არ გვიტოვებს!


ბათუმის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის, გიორგი კირთაძის თქმით, საარჩევნო დღეს დაფიქსირებული ძალადობით და ხმების დათვლის პროცესში ბიულეტენების ბათილად ცნობით, „ქართული ოცნება“ და მის დაქვემდებარებაში მყოფი საარჩევნო ადმინისტრაცია, ცდილობს არჩევანი წაართვას ქართველ ხალხსა და ბათუმელ ამომრჩეველს.

„დაპირისპირება იყო ყველა საარჩევნო უბანზე, მობილიზებული ჰყავდათ ძველი ბიჭები, რომლებიც ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ შორის ქალბატონებს, ჟურნალისტებს, საუბნო კომისიის წევრებს. როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურა, „ქართული ოცნება“ უფრო მასშტაბურ გაყალბებაზე გადავიდა. ბათილად არის ცნობილი ბიულეტენი, რომელშიც გადახაზულია ჩემი კონკურენტი, ხოლო „გიორგი კირთაძე“ შემოხაზულია. ასეთი უამრავი ბიულეტენი იქნა გაბათილებული „ქართული ოცნებისა“ და მის მიერ დანიშნული ე.წ. ნეიტრალური წევრების მიერ“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ, რომელიც მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს, არ შეეგუონ ძალადობას და ბოლომდე იბრძოლონ ხმების დასაცავად:

„ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც ხელისუფლებამ გააკეთა და რასაც ახლა აკეთებენ, ეს ნამდვილად არ იყო არჩევნები. არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას! ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ყველა კონსტიტუციური მეთოდით, ჩვენ სხვა გზას ივანიშვილის რეჟიმმა არ დაგვიტოვა. ეს არ არის არჩევნები!“.

ცესკოს მონაცემებით, ხმების 76%-ის დათვლის შემდეგ. ბათუმის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, არჩილ ჩიქოვანს მიღებული აქვს 51,1%, ხოლო გიორგი კირთაძეს - 48,9%

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG