Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოიძის თქმით, ოპონენტი 1300 ხმით უსწრებს - „2000 ბიულეტენზე მეტი გაბათილებულია“


ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე

ქუთაისში ხმების 96%-ის დათვლის შედეგად 52.3%-ით იმარჯვებს „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს 47.6% აქვს.

დეკანოიძემ „TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ 2000-ს აღემატება ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, მაშინ, როდესაც მას ოპონენტი დაახლოებით 1300 ხმით უსწრებს.

„პრაქტიკულად შემოსულია თითქმის ყველა მონაცემი. სურათი არის ასეთი: სხვაობა ჩემსა და ჩემს ოპონენტს შორის არის დაახლოებით 1300 ხმა, ზუსტი რიცხვის თქმა გამიჭირდება, რადგან კიდევ ერთი უბნის მონაცემებია შემოსასვლელი. პარადოქსი ის არის, რომ 2000-ზე მეტი ბიულეტენი არის გაბათილებული. მათი დიდი ნაწილის ოპოზიციის მხარდამჭერთა ხმებია", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

30 ოქტომბერს საქართველოს 5 ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში გაიმართა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური. ამჟამად გრძელდება ხმების დათვლა.

XS
SM
MD
LG