Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანი ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღის პირველ ნახევარში გაამჟღავნებს


სამოქმედო გეგმის დეტალებს ერთიანი ოპოზიცია დღის პირველ ნახევარში გაამჟღავნებს. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნები გაუქმებულია და ოპოზიციის „ბრძოლა იქნება უკომპრომისო“.

თბილისის მერობის კანდიდატისა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მას ამ საკითხზე უკვე ჰქონდა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან.

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ქუჩაში გადანაცვლებაზე საუბარი არ არის. მისი თქმით, ოპოზიციამ ახლა თითოეული ხმა უნდა დაიცვას და დარღვევების შესახებ ოქმები უნდა შედგეს, რომლებსაც საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდიან.

განსხვავებული მოსაზრება აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრს, გიორგი ბარამიძეს, რომელიც აცხადებს, სხვა გზა აღარ არსებობს "გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა - სასწრაფოდ, ხვალ თუ არა ზეგ გრანდიოზული აქცია".

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დილის 8 საათის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში, თბილისში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.

მეორე ტური 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა; ცესკოს წინასწარი მონაცემებით ყველგან, წალენჯიხის გარდა, მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ.

XS
SM
MD
LG