Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოვლინდა კორონავირუსის 3 382 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 42 ადამიანი


31 ოქტომბრის მონაცემებით, 36 193 ჩატარებული ტესტის შედეგად საქართველოში გამოვლინდა კორონავიურისთ ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 389 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.34%. ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.68%.

სულ ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 719 247-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 045 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 287 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 664, ქვემო ქართლი -292, შიდა ქართლი - 219, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი -197, კახეთი - 352, მცხეთა-მთიანეთი - 76, სამცხე-ჯავახეთი -69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 658 საიდანაც:

6 468 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 453, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 395.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 594 პირი, მათ შორის, თბილისში - 586, აჭარაში - 130, იმერეთში - 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 40, იმერეთში - 34.

1 093 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 683 - თბილისში, 189 - აჭარაში.

41 097 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 30 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 524 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG