Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას თანაპარტიელი არ გამორიცხავს, რომ ავტომანქანა პოლიტიკური აქტივობის გამო დაუზიანეს


ქუთაისის საკრებულოში პარტიიდან „გახარია-საქართველოსთვის“ არჩეულ წევრს, ელეონორა არჩაიას ავტომობილი დაუზიანეს. ავტომანქანას წინა ფანჯარა აქვს ჩამსხვრეული. შემთხვევის ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

არჩაიამ, რომელიც ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო, პარტია 2021 წელს დატოვა და ექსპრემიერ გახარიას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა. ის თვითმმართველობის არჩევნებში „საქართველოსთვის“ პროპორციული საარჩევნო სიის პირველი ნომერია.

ელეონორა არჩაიას ინფორმაციით, ავტომაქანა საფიჩხიის სასაფლაოსთან გააჩერა, დაახლოებით 40 წუთით იმყოფებოდა სასაფლაოზე მდებარე ეკლესიაში და იქიდან გამოსულს ავტომობილი დაზიანებული დახვდა. საკრებულოს წევრი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ფაქტი მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება. არჩაიას თანახმად, ავტომანქანაში დატოვებული ჰქონდა ხელჩანთა და მობილური ტელეფონი, რომელიც ხელუხლებელია.

შემთხვევის ადგილზე მივიდა ქუთაისში „გახარია-საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე, რომელმაც პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს დააკისრა და განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტი ძალადობის წახალისების შედეგია: „ვაფრთხილებ აგონიაში მყოფ მმართველ პარტიას, რომ გონს მოეგონ და მომხრეები დააშოშმინონ“.

რადიო თავისუფლებას "ქართული ოცნების" ადგილობრივ ორგანიზაციაში უთხრეს, რომ გოგუაძის ბრალდებას პარტია არ იღებს და შესაბამისად, არც კომენტარს გააკეთებენ.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ ქუთაისის 35-წევრიან საკრებულოში 2 მანდატი მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG