Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ხელისუფლებამ დაბლოკა პრორუსულ საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმზე“ წვდომა


ბელარუსის ხელისუფლებამ დაბლოკა წვდომა საინფორმაციო სააგენტო REGNUM-ის საიტზე, რომელიც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მომხდარ მოვლენებს კრემლისთვის მისაღები პოზიციიდან აშუქებს. ის აღმოჩნდა ერთადერთ მთლიანად რუსულ საინფორმაციო საშუალებად, რომელიც მინსკმა აკრძალა.

მანამდე მინსკმა აკრძალა წვდომა „კომსომოლსკაია პრავადას“ ბელარუსული ვერსიის საიტზე.

"რეგნუმის“ საიტის ბლოკირების შესახებ ცნობა 30 ოქტომბერს „ევროპულმა რადიომ“ გამოაქვეყნა. ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.
სააგენტოს ავტორებს არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ბელარუსის ხელისუფლება ანტირუსული პოლიტიკისთვისა და მინსკს რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ, თითქმის რუსეთთან შეერთებისკენ მოუწოდებდნენ.
უფრო ადრე ბელარუსის ხელისუფლებამ დაბლოკა დასავლეთის დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის რადიო თავისუფლებისა და ტელეარხ „ნასტოიაშჩე ვრემიას“ საიტებზე წვდომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG