Accessibility links

site logo site logo

რუსეთის გვარდიამ ჩეჩნეთში "ჯადოქრობისთვის" სამი ქალი დააკავა


რუსეთის გვარდიამ და პოლიციამ ქალაქ გროზნოში დააკავა ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამი მცხოვრები ქალი, რომლებიც ბრალდებული არიან ჯადოქრობაში. ამის შესახებ ნათქვამია რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტში, რომელშიც აღნიშნულია იყო, რომ დაკავებულებთან ჩატარდა „პროფილაქტიკური მუშაობა“. ერთ-ერთ დაკავებულზე ითქვა, რომ ის ჯინებს ჰყავთ შეპყრობილი.

ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიის სიუჟეტზე რადიო თავისუფლების პროექტმა კავკაზ.რეალიიმ გაამახვილა ყურადღება.

იუწყებიან, რომ ჯადოქრობაში ეჭვმიტანილები რუსეთის გვარდიის მოტორიზებულმა ბატალიონმა „იუგმა“ და გროზნოს პოლიციის განყოფილებმა ერთობლივად გამოავლინეს.

ოკულტიზმში ეჭვმიტანილი ადამიანების დევნა ჩეჩნეთში 2013 წელს დაიწყო და 2019 წელს ახალი ძალით გაგრძელდა. დაკავებულები, როგორც წესი, საჯაროდ ინანიებენ ჩადენილს და ბოდიში იხდიან ტელეკამერის წინ. ხელისუფლება ჯადოქრებთან ერთად იმ ადამიანებსაც დევნის, რომლებიც ოკულტისტების მომსახურებით სარგებლობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG