Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქათმის ბულიონი - ჩეჩენი "კუდიანების" ჯადოსნური რეცეპტი


კუდიანობაში ბრალდებული ზინა ჩიკაევა
კუდიანობაში ბრალდებული ზინა ჩიკაევა

ჩეჩნეთში გრძელდება „კუდიანებზე“ ნადირობა. ახლახან ურუს-მარტანის რაიონში დააკავეს ორი ქალი და ერთი მამაკაცი, რომლებსაც ხელისულფება „ჯადოქრობაში“ სდებს ბრალს. ისინი ნათესავებთან და კლიენტებთან ერთად გაკიცხეს ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია „გროზნოს“ პირდაპირ ეთერში.

„შენ უზენაესმა გამოგიყვანა სააშკარაოზე, რადგან შაითანი ხარ“, უთხრა ერთ-ერთ დაკავებულს გროზნოს ისლამური მედიცინის ცენტრის მთავარმა ექიმმა, ღვთისმეტყველმა ადამ ელჟურკაევმა.

ტელეარხის ეთერში ქალი ისაუბრა იმის შესახებ, თუ რით კვებავდა „ჯინებს“ (საქონლის ხორცით და ლავაშით). რეპორტიორის თქმით, ერთ-ერთი „კუდიანი“ კლიენტ ქალს ჯადოს მოხსნას სთავაზობდა და ურჩევდა, ქათმის ბულიონში ებანავა.

XS
SM
MD
LG