Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლაზგოში დაიწყო კლიმატისადმი მიძღვნილი გაეროს კონფერენცია


შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში დაიწყო გაეროს საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ორი დღის განმავლობაში გლობალური კლიმატის თაობაზე მსჯელობაში 200 ქვეყნის მთავრობის მეთაური და დიპლომატი მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენცია მიზნად ისახავს იმ ღიად დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას, რომელიც კვლავ დგას საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში 2015 წელს კლიმატის თაობაზე პარიზში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად.
კონფერენცია მიზნად ისახავს იმ ღიად დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას, რომელიც კვლავ დგას საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში 2015 წელს კლიმატის თაობაზე პარიზში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად. აქტიური დიპლომატიური ძალისხმევა პრეინდუსტრიულ დონესთან კერძოდ 1,5 გრადუს ცელსიუსზე მაღლა ტემპერატურის გლობალური ზრდის თავიდან აცილებისკენ იქნება მიმართული.

მეცნიერები შიშობენ, რომ ექვსი წლის წინ პარიზის მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების შანსი ელვისებურად კლებულობს.

ოგორც გაერომ განაცხადა, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე საუკუნეში ტემპერატურა 3 გრადუსზე მეტით გაიზარდოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG