Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

G20-ის სამიტი "ნახშირბადის ნეიტრალიტეტის" თაობაზე კომპრომისით დასრულდა


“დიდი ოცეულის“ ჯგუფის ქვეყნები რომში გამართული ორდღიანი სამიტის დროს მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ გააგრძელებენ მუშაობას, რათა ამ საუკუნის შუაში შესაძლებელი გახდეს „ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევა“.

„ვაღიარებთ, რომ 1,5 გრადუს ცელსიუსამდე კლიმატის ცვლილების შედეგი უფრო ნაკლებ სავალალო იქნება, ვიდრე 2 გრადუსის შემთხვევაში იქნება“, - ნათქვამია G20-ის სამიტის დასკვნით კომუნიკეში.

კომუნიკე მხარს უჭერს 6 წლის წინ ხელმოწერილ
პარიზის ხელშეკრულებას, რომლის მონაწილეებმა ვალდებულება იკისრეს, მიიღონ ზომები, რათა შეეცადონ ტემპერატურის ზრდა პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით ცელსიუსით 2 გრადუსზე დაბალი იყოს.

ამასთან დოკუმენტის ხელმომწერი „დიდი ოცეულის“ ლიდერები აღიარებენ, რომ კლიმატური ცვლილების შენარჩუნება 1,5 გრადუსის დონეზე საჭიროებს „მნიშვნელოვან და ეფექტიან მოქმედებებს და ყველა ქვეყნის ერთგულებას“.

XS
SM
MD
LG