მას შემდეგ, რაც იაპონიაში 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP) მოულოდნელად კარგ შედეგებს მიაღწია, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ აგრესიული დღის წესრიგი გამოაცხადა, მათ შორის - პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენა, ჩინეთის შეკავება და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.
„დაჩქარებულად გავატარებთ პოლიტიკას ქვეყნის მასშტაბით მიღებული იმ ადამიანების ხმების საპასუხოდ, რომლებსაც ძალზე სურთ პოლიტიკური სტაბილურობა და პოლიტიკის საქმედ ქცევა,“ - თქვა კიშიდამ 1 ნოემბერს.
მიუხედავად პროგნოზებისა, კიშიდას პარტია LDP-მ პარლამენტის ქვედა პალატაში უმრავლესობა შეინარჩუნა და პრემიერ-მინისტრის პოზიციები გაამყარა.
ანალიტიკოსების თქმით, არჩევნების შედეგებმა საფონდო ბირჟებზე მკვეთრი ზრდა გამოიწვია და შეასუსტა შიშები ობლიგაციების ბაზრის თაობაზე.
კიშიდა მხოლოდ ერთი თვეა, რაც ხელისუფლების სათავეშია. როგორც მოელიან, ის პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების დიდ პაკეტს შემოიღებს მომავალ წელს, პარლამენტის ზედა პალატის არჩევნებამდე.
წინასწარი მონაცემებით, LDP-მ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად სოლიდური უმრავლესობა მოიპოვა ქვედა პალატაში.
დაწერეთ კომენტარი