Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსი შრომითი მიგრანტების გენომურ რეგისტრაციას მოითხოვს


მიგრანტთა ცენტრი მოსკოვში. 29 სექტემბერი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა, რომ ყველა შრომითმა მიგრანტმა უნდა გაიაროს გენომური რეგისტრაცია. ამის შესახებ მან „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში თქვა.

ბასტრიკინის თქმით, რუსეთში გაიზარდა განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედებების რაოდენობა, რომლებსაც უცხოელები სჩადიან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ხელისუფლება გეგმავს, ქალაქის მშენებლობებზე მუშაობაზე უარი უთხრას მიგრანტებს. ქალაქის ვიცე-მერის, ანრეი ბოჩკარევის თქმით, მშენებლობა უფრო ტექნოლოგიური უნდა გახდეს, ამ სფეროში დასაქმებული უნდა იყოს ნაკლები სპეციალისტი, რომელებიც მეტ ანაზღაურებას მიიღებენ. თუმცა მერიის წარმომადგენლის თქმით, დღეისთვის მასშტაბური მშენებლობის გამო მოსკოვში მუშებისა და ინჟინრების დეფიციტია. შრომითი რესურსების დეფიციტს თითქმის 40%-ით აფასებენ.

გენომური რეგისრაცია ადამიანის დნმ-ის სინჯის აღებით კეთდება. ის რუსეთში 2008 წელს მიღებული კანონით რეგულირდება. ამჟამად გენომურ რეგისტრაციას გადიან პატიმრობაში მყოფი პირები, რომლებმაც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. გენომური რეგისტრაცია გამოიყენება ასევე სქესობრივ ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ ყველა დანაშაულთან მიმართებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG