Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის გადადგომის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიაში ოპოზიცია გამოდის მოწოდებით ვადამდელი არჩევნებისკენ


ჩრდილოეთ მაკედონიის ოპოზიციის ლიდერი გამოვიდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოწოდებით მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, ზორან ზაევმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ სკოპიეში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში მისი პარტიის წარუმატებლობის გამო.

ოპოზიციური, მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია - მაკედონიის ერთობის დემოკრატიული პარტიის (VMRO-DPMNE) ლიდერმა, ხრისტიან მიცკოსკიმ, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ამით უკეთესი ქვეყნისთვის ცვლილებები იწყება. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ 31 ოქტომბრის არჩევნებში წარმატება მოიპოვა, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ალბათობა მაღალია. მიცკოსკი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ ლეგიტიმაცია დაკარგა და "წინსვლის გზა ვადამდელი არჩევნებია".

ზაევმა ოპოზიციას მიულოცა ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება და პასუხისმგებლობა იკისრა მისი პარტიის, მმართველი, სოციალ-დემოკრატიული კავშირის (SDSM) წარუმატებლობაზე. მან დატოვა პარტიის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა განაცხადა, რომ მიცკოსკის არ ეთანხმება ვადამდელი არჩევნების საჭიროებაზე. ზაევი ამბობს, რომ მხარს დაუჭერს სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას, რომელსაც ახალი ლიდერი ეყოლება.

პრესკონფერენცია გამართა სკოპიეს მერმა, პეტრე შილეგოვმაც - მან აღიარა დამარცხება მეტოქესთან, დანელა არსოვსკასთან, რომელიც დედაქალაქის პირველი ქალი მერი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG