Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთმა 24 საათში აღრიცხა ბელარუსიდან საზღვრის უკანონოდ დარღვევის 700-ზე მეტი შემთხვევა


პოლონეთის საზღვრების მცველებმა 24 საათის განმავლობაში აღრიცხეს 700-ზე მეტი შემთხვევა, როცა ბელარუსიდან უკანონოდ ცდილობდნენ საზღვრის გადალახვას - განაცხადა საზღვრის დაცვის სამსახურმა 31 ოქტომბერს იმ ფონზე, როცა პოლონეთი კვლავ უარს ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექიმებს საშუალება მისცეს საზღვარზე დარჩენილ მიგრანტებს აღმოუჩინონ დახმარება.

საზღვრის დაცვის წარმომადგენლებმა 727 უკანონო მიგრანტიდან დააკავეს ოთხი უცხოელი, ოთხივე ერაყელი - აცხადებს პოლონეთის რადიო, საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით.

ევროკავშირი ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ადანაშაულებს მიგრანტების ბლოკში შეშვებაში, რითიც ის, ევროკავშირის შეფასებით, ბრიუსელს სამაგიეროს უხდის სანქციების დაწესების გამო. ბელარუსს სანქციები დააკისრეს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების გამო, რომლებიც მოჰყვა 2020 წელს ჩატარებულ, კამათის საგნად ქცეულ საპრეზიდენტო არჩევნებს.

პოლონეთი აცხადებს, რომ აპირებს გაზარდოს ბელარუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების და მცველების რაოდენობა. ვარშავას საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული, საზღვარზე ააგეს მავთულხლართების მაღალი ღობე. გასულ კვირაში პოლონეთის პარლამენტარებმა დაამტკიცეს 407 მილიონი დოლარის ღირებულების კედლის აგების გეგმა ბელარუსთან აღმოსავლეთ საზღვარზე.

XS
SM
MD
LG