Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებში გამარჯვებით გამხნევებული იაპონიის პრემიერი ამბიციური დღის წესრიგით გამოდის


იაპონიაში კონსერვატიული ორიენტაციის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის (LDP) მიერ საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით მოულოდნელად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა გამოვიდა ამბიციური დღის წესრიგით, რომელიც მოიცავს პანდემიის შედეგებთან ბრძოლას, ჩინეთის შეკავებას და მოქმედებას კლიმატურ ცვლილებებთან მიმართებით.

"ჩვენ სწრაფად გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც უპასუხებს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ხმებს - მათ, ვისაც ძალიან სურს პოლიტიკური სტაბილურობა და პოლიტიკის განხორციელება" - თქვა კაშიდამ 1 ნოემბერს.

წინასწარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, კაშიდას პარტიამ პარლამენტში შეინარჩუნა უმრავლესობა, რითიც მნიშვნელოვნად გამყარდა პრემიერ-მინისტრის პოზიციები. არჩევნების შედეგებს მოჰყვა ზრდა ბაზრებზე, შემსუბუქდა ობლიგაციებთან დაკავშირებული შიშები - ამბობენ ანალიტიკოსები. კაშიდა, რომელიც მხოლოდ ერთი თვეა ხელისუფლებაშია, სავარაუდოდ, დანერგავს პანდემიის შედეგებთან საბრძოლველ, მასშტაბურ მასტიმულირებელ დახმარებას, მომავალ წელს დანიშნული პარლამენტის ზედა პალატის არჩევნების წინ.

LDP-ის პლატფორმა მოიცავდა უპრეცედენტო დაპირებას, რომ თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 2 პროცენტამდე გაორმაგდება იმ ფონზე, როცა ქვეყანას დაძაბულობა აქვს ჩინეთთან, კამათის საგნად ქცეულ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში.

XS
SM
MD
LG