Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Facebook-ი უარყოფს ყაზახეთის ხელისუფლებისთვის კონტენტზე მუშაობის სისტემასთან ექსკლუზიური წვდომის უფლების მინიჭებას


კომპანია Meta Platforms-ი, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ს ფლობს, უარყოფს ყაზახეთის ინფორმაციისა და საზოგადოებრივი განვითარების სამინისტროს ცნობას, თითქოს ყაზახეთის ხელისუფლებას სოციალური გიგანტისგან კონტენტის შეტყობინების სისტემასთან წვდომის უფლება მიეღოს.

1 ნოემბერს ხსენებულმა სამინისტრომ თავის საიტზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მკითხველს გააცნო, როგორ ფეისბუკისა და ინფორმაციისა და საზოგადოებრივი განვითარების სამინისტროს ერთობლივი განცხადება, მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ მოიპოვა „ექსკლუზიური წვდომა კონტენტის შეტყობინების შიდა სისტემასთან“. განცხადების მიხედვით, ასეთი წვდომა ყაზახეთის ხელისუფლებას უფლებას აძლევს ოპერატიულად მიიღოს ცნობა ისეთი კონტენტის (შინაარსის) შესახებ, რომელიც არღვევს კონტენტის შესახებ როგორც ფეისბუკის გლობალურ პოლიტიკას, ისე ყაზახეთის ეროვნულ კანონმდებლობას.

„პირველ ყოვლისა, ჩვენ არასოდეს ვაკეთებთ ერთობლივ განცხადებას ყაზახეთის ხელისუფლებასთან. ყაზახეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა საკუთარი განცხადება, რომელიც იმ მსჯელობებს ეფუძნება, რომლის დროსაც ჩვენ მას ვუამბეთ კონტენტის შეზღუდვის შესახებ მთავრობების თხოვნების განხილვის გლობალური პროცესის შესახებ“, - წერს Meta Platforms-ის პოლიტიკური კომუნიკაციების დირექტორი აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონში, ბენ მაკკონახი სააგენტო "როიტერსისთვის" გაგზავნილ წერილში.

სექტემბრის შუა რიცხვებში ყაზახეთის მეჯლისმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა დაავალდებულოს სოციალური ქსელები, რომ დარეგისტრირდნენ ყაზახეთში და შექმნან თავიანთი წარმომადგენლობები ამ ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალურ პლატფორმებს დახურვა დაემუქრებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG