Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ბოლო 2.5 თვის პიკს მიაღწია კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. ეს 18 სექტემბრის შემდეგ, ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 58 291 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 6 024 შემთხვევა. ეს 17 აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ​3 818-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების ყველაზე მეტი, 2 237 ახალი შემთხვევა თბილისშია. საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზე იმერეთია, სადაც გასულ 24 საათში კორონავირუსი დაუდასტურდა 1 148 ადამიანს.

3 ნოემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 10.33%;
  • ბოლო 7 დღის - 9.46%;
  • ბოლო 14 დღის - 9.13%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 732 965 შემთხვევა. მათგან 673 640 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 10 185 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG