Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო წარმომადგენელი: ბოსნიის სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა საფრთხე შეექმნას


კრისტიან შმიდტი
კრისტიან შმიდტი

ბოსნია-ჰერცეგოვინის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი გაეროს უშიშროების საბჭოსადმი წარსადგენ ანგარიშში გამოდის გაფრთხილებით იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობას უქმნიან სერბი სეპარატისტები.

ანგარიში მოამზადა კრისტიან შმიდტმა, ბოსნიის საკითხებში მთავარმა საერთაშორისო წარმომადგენელმა, რომელიც წერს, რომ ქვეყანაში შესაძლოა "ომისშემდგომი პერიოდის ყველაზე დიდი ეგზისტენციური საფრთხე" შეიქმნას, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ზომებს არ გაატარებს სერბი სეპარატისტების შესაჩერებლად. შმიტდის შეფასებით, ახალი უთანხმოების და კონფლიქტის პერსპექტივა "ძალიან რეალურია".

შმიდტის მიერ გამოქმული გაფრთხილება მიემართება ბოსნიელი სერბების ლიდერის, მილორად დოდიკის მუქარას, რომ სერბ სამხედროებს გამოიყვანს ბოსნიის არმიიდან და ცალკე შექმნის სერბულ ძალას.

ეს და სხვა მუქარები არა მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას უქმნიან საფრთხეს ქვეყანასა და რეგიონში, არამედ, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა საპასუხო ზომებს არ გაატარებს, ამან შესაძლოა მოიტანოს იმ შეთანხმების დარღვევა, რომლითაც ბოსნიის ომი 1995 წელს დასრულდა - ამბობს შმიდტი.

დოდიკმა შმიდტის ანგარიში უგულებელყო და მას უწოდა "პროპაგანდისტული პამფლეტი", რომელიც დაიწერა "ბოსნიელი მუსლიმების მხარდაჭერის" მიზნით.

დოდიკი, რომელიც როტაციული, სამწევრიანი საპრეზიდენტო აპარატის ბოსნიელი სერბი წევრია, უკვე წლებია გამოდის ბოსნიელ სერბთა სახელმწიფოს გამოყოფის და მისი სერბეთის ნაწილად გადაქცევის მოწოდებებით. ბოლო პერიოდში თავისი კამპანია მან კიდევ უფრო ინტენსიური გახადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG