გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერთა აქცია ზუგდიდში გრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შეკრებილებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. მათთან ერთად იმყოფება ენმ-ის წევრი, ანა წითლიძე. სწორედ მან მოუწოდა მოქალაქეებს, ოფისთან გამართული აქციის შემდეგ, რწმუნებულის ადმინისტრაციასთან შეკრებილიყვნენ. მისი სიტყვებით, აქცია გაგრძელდება, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის დაწყებისას იყო მცირე დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. შეკრებილებს პოლიციელების მიმართ ჰქონდათ პრეტენზია, რომ „ამ ხელისუფლების დამცველებს" პოლიციელების ფორმა არ უნდა ეცვათ. დაპირისპირება მალევე ამოიწურა.
მანამდე აქცია მიმდინარეობდა ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს შეკრებილებს. ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას განცხადებით,
აქციები გაგრძელდება და შედეგად სამი მთავარი მიზანი უნდა იყოს მიღწეული: “მოპარული არჩევნების დაბრუნება, ვადამდელი არჩევნები და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება”.
დაწერეთ კომენტარი