Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უცნობმა" მაუწყებლებში "დაუმსახურებელ შეურაცხყოფაზე" კანონის გასამკაცრებლად პარლამენტს მიმართა


გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი" პარლამენტისგან ითხოვს ტელემაუწყებლების რეგულირება გამკაცრდეს. მას მიაჩნია, რომ ცილისწამების შემთხვევაში არსებული მექანიზმის, მათ შორის სასამართლოს გამოყენება არაეფექტური გზაა და ამიტომ დამატებითი ბერკეტები უნდა გაჩნდეს კანონში.

"გთხოვთ შეიმუშაოთ, განიხილოთ და მიიღოთ საქართველოს ორგანულ კანონში "მაუწყებლობის შესახებ" სათანადო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ცილისწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროებას.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები წაახალისებს მაუწყებლობის სფეროს წარმომაგენლებს საფუძვლიანად გადაამოწმონ ფაქტები და მოვლენები და მხოლოდ შემდეგ გამოიტანონ საჯარო განხილვის არეალზე", - წერს გია გაჩეჩილაძე "საკანონმდებლო წინადადებაში".

მას სჯერა, რომ მისი ეს შეთავაზება პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს:

"ვიტოვებთ თქვენი მხარდაჭერის იმედს და გამოვთქვამთ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი საკანონმდებლო წინადადების შემდგომი დამუშავებისა და განხორციელების პროცესში".

პარლამენტის ბიურომ "უცნობის" ეს ინიციატივა განიხილა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაუგზავნა განსახილველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG