სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა რუსეთის ირკუტსკის ოლქში ბელარუსის კუთვნილი АН-12-ი კლასის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ავიაკომპანია „გროდნოს“ კუთვნილი თვითმფრინავი რადარებიდან გუშინ საღამოს, 19:45-წუთზე გაქრა, როდესაც აეროდრომზე მეორე წრეს ასრულებდა. თვითმფრინავი ჩამოვარდა სოფელ პივოვარიხას მახლობლად და დაიწვა. თვითმფრინავში კატასტროფის დროს იმყოფებოდა 9 ადამიანი. მაშველებმა ჯერჯერობით 6 დაღუპულის ცხედრები აღმოაჩინეს
თვითმფრინავში რუსეთის 4, ბელარუსის - 3 და უკრაინის 2 მოქალაქე იმყოფებოდა. მათ შორის საავიაციო-სატრანსპორტო კომპანია „ზაპოლიარიეს“ გენერალური დირექტორი და მისი პირველი მოადგილე.
ავიაკატასტროფის ადგილზე მაშველები მუშაობენ.
მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება, ეძებენ ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს.
ექვსი ადამიანი დაიღუპა ირკუტსკში ბელარუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად

ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი