Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა „საპატიო ლეგიონის“ ორდენით დააჯილდოვა ანგელა მერკელი


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს გადასცა საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო, „საპატიო ლეგიონის“ ორდენი.

ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე მაკრონმა აღნიშნა, რომ მერკელმა, რყევების მიუხედავად, თავისი წვლილი შეიტანა ევროპული ერთიანობის შენარჩუნებისთვის.

„საპატიო ლეგიონის“ ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარდემ დააწესა. მას უცხოელებსაც ანიჭებენ ხოლმე.

გერმანიაში არჩევნები სექტემბრის ბოლოს გაიმართა. 16 წლის შემდეგ პირველად, მერკელი არ მიიღებს მონაწილეობას მთავრობის ჩამოყალიბებაში. მან არჩევნებამდე განაცხადა, რომ დატოვებს პოსტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG