Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის საპრეზიდენტო კანდიდატი ბრალდებულია თავდასხმაში ლგბტ თემის ცენტრზე 


ბოიან სტანკოვ რასატე
ბოიან სტანკოვ რასატე

ბულგარეთის ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატს, მემარჯვენე ფრთის ნაციონალისტ წარმომადგენელს ბოიან რასატეს, გასული კვირის ბოლოს სოფიის ცენტრში ლგბტ თემის ცენტრზე თავდასხმის გამო, ბრალი წარუდგინეს.

ბოიან რასატე დაკავებული იყო 72 საათით და მას წარუდგინეს ბრალდებები ხულიგნობაში და სხეულის დაზიანების მიყენებაში, - განაცხადა სოფიის საქალაქო პროკურატურამ 3 ნოემბერს, ბოიან რასატესთვის საპრეზიდენტო კანდიდატის იმუნიტეტის მოხსნიდან სამი დღის შემდეგ, რითაც გზა გაეხსნა მის წინააღმდეგ სასამართლო საქმის წარმოებას.

ორივე დანაშაული გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას. პროკურორების განცხადებით, 50 წლის რასატე არც ერთ დანაშაულს არ აღიარებს და უარს ამბობს განცხადების გაკეთებაზე.

30 ოქტომბერს, დაახლოებით ათი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, სოფიის ცენტრში თავს დაესხა და დაარბია „Rainbow Hub-ი“ - ადგილი, სადაც ტარდება ლგბტ თემის ღონისძიებები.

"ბილიტის ფონდმა", რომელიც ცენტრს განაგებს, რასატე თავდასხმის ხელმძღვანელობაში დაადანაშაულა. აქტივისტი გლორია ფილიპოვა ამტკიცებს, რომ რასატემ მას სახეში გაარტყა. მან თქვა ასევე, რომ რასატეს დანა ჰქონდა.

თავდასხმა დაგმეს ბულგარეთის მმართველმა პოლიტიკურმა პარტიებმა, 11 დასავლურმა საელჩომ სოფიაში და ადამიანის უფლებათა დამცველმა აქტივისტებმა.

რასატემ, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ბოიან სტანკოვია, დაარსა ბულგარეთის ნაციონალური კავშირი (BNS). ახლა ის ჯგუფს აღარ ხელმძღვანელობს. იგი ცნობილია თავისი გამოსვლებით ლგბტ თემის და მიგრანტების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG