Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამტრედიაში გადაიყვანეს ქუთაისში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები


სამტრედია

ქუთაისში პოლიციამ დააკავა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, მიშო მუმლაძე და აქტივისტი, იმედა ონიანი. როგორც ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გაარკვიეს, პოლიციამ აქტივისტები სამტრედიაში გადაიყვანა. ადვოკატებმა დაკავებულებთან შესვლა სამი საათის შემდეგ მოახერხეს.

აქტივისტების დაკავების შესახებ წერს „სირცხვილია"-ს წარმომადგენელი, შოთა დიღმელაშვილი. „ქუთაისში პლაკატების გაკვრისთვის დააკავეს - თუმცა როგორც თვითმხილველები იძახიან, უფრო გატაცება ერქვა მაგას", - აღნიშნავს დიღმელაშვილი.

მეგობრების თქმით, აქტივისტების დაკავების სავარაუდო მიზეზი ბანერის გაკვრა უნდა ყოფილიყო, რომლითაც 30 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ს პრესცენტრს. მათგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, მასალა განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG