აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც აშშ-ს დაეხმარება ჰაკერთა დაჯგუფების, DarkSide-ის ნებისმიერი ხელმძღვანელის ვინაობის, ან ადგილსამყოფლის დადგენაში. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მონაცემებით, ეს დაჯგუფება რუსეთიდან მოქმედებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვისაც, რომელიც ხელს შეუწყობს ნებისმიერ ქვეყანაში DarkSide-ის ოპერაციებში ჩართული პირების დაკავებას.
აშშ DarkSide-ს ადანაშაულებს 2021 წლის მაისში, კომპანია Colonial Pipeline-ის მილსადენზე კიბერთავდასხმაში. ჰაკერთა შეტევის გამო, მილსადენმა მუშაობა რამდენიმე დღით შეაჩერა, რასაც მოჰყვა აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში საწვავის დეფიციტი, ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები და ფასების მკვეთრი ზრდა. კომპანია იძულებული გახდა ჰაკერებისთვის 5 მილიონი დოლარი გადაეხადა.
დაწერეთ კომენტარი