გაეროს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, სუდანის სამხედრო ხელმძღვანელობამ ბრძანება გასცა, საპატიმროდან გაუშვან ოთხი მინისტრი, რომლებიც დაკავებული იყვნენ სამხედროების მიერ ხელისუფლების ჩაგდების შემდეგ, გასულ კვირაში.
განთავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცხადდა 4 ნოემბერს, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის და გენერალ აბდელ ალ-ბუჰრანის, სუდანის სამხედრო მმართველის, სატელეფონო საუბრის შემდეგ.
უნდა გათავისუფლდნენ კავშირგაბმულობის, ვაჭრობის, ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრები.
მინისტრების გათავისუფლების შესახებ განცხადება გაკეთდა სამხედრო გადატრიალების შემდეგ შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით მიმდინარე დაძაბული მოლაპარაკების ფონზე, რომელსაც ქვეყნის გენერალიტეტი და სამოქალაქო ლიდერები მართავენ.
საერთაშორისო თანამეგობრობა აძლიერებს ზეწოლას სუდანზე, რათა დასრულდეს კრიზისი და ქვეყანა დაუბრუნდეს სამოქალაქო მართვას.
დაწერეთ კომენტარი