Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ყველა ქალმა სენატორმა მოუწოდა ბაიდენს, დაიცვას ავღანელი ქალები და გოგოები აშშ-ის ძალების ქვეყნიდან გასვლის შემდეგ


აშშ-ის სენატის ყველა ქალმა წევრმა მოუწოდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ავღანელი ქალებისა და გოგოების დაცვისკენ, ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ.

ორპარტიულ წერილში, აშშ-ის 24-მა კანონმდებელმა, დემოკრატ დაიან ფაინსტაინის და რესპუბლიკელ ჯონი ერნსტის მეთაურობით, მოუწოდეს ბაიდენის ადმინისტრაციას "უწყებათაშორისი გეგმის" შემუშავებისკენ, რომელიც დაიცავს ავღანელი ქალებისა და გოგოების პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და ადამიანის ძირითად უფლებებს.

"ამერიკის გამოსვლა ავღანეთიდან საფრთხის ქვეშ აყენებს დიდი ძალისხმევის შედეგად მოპოვებულ წინსვლას ავღანელი ქალებისა და გოგოებისთვის", - ნათქვამია კანონმდებელთა წერილში და აღნიშნულია, რომ გასულ წელს დაახლოებით 3.5 მილიონი ავღანელი გოგო ჩაირიცხა სკოლაში და 100 000 ქალი სწავლობდა უმაღლეს სასწავლებლებში.

"თუმცა იმის გამო, რომ ავღანეთს არ ჰყავს კანონიერი მთავრობა და სამხედრო ძალები, რომლებიც მათ დაიცავს, ქალები და გოგოები ახლა იტანჯებიან თალიბანის რეჟიმის პირობებში, რომელიც მათ ადრე სასტიკად ეპყრობოდა, იზოლაციაში ამყოფებდა და ართმევდა სიცოცხლესა და თავისუფლებას", - ნათქვამია წერილში.

"ქალები იყვნენ და არიან ცემისა და მკვლელობების მსხვერპლი და მათ აკრძალული აქვთ სახლიდან გასვლა მამაკაცის თანხლების გარეშე", - ნათქვამია წერილში. 24-მა სენატორმა ქალმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმა უნდა ეხებოდეს იმას, თუ როგორ იმუშავებს შეერთებული შტატები საერთაშორისო ორგანიზაციებთან - როგორიც არის გაერო - რომ თალიბანს პასუხისმგებლობა დააკისროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG