Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ოლიგარქების უფლებების შემზღუდველ კანონს


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ზღუდავს ოლიგარქების გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი გამოქვეყნდება დაუყოვნებლად და 6 თვის განმავლობაში შევა ძალაში.

„ევროპის წარმატებულ ქვეყნებში არ არის ისეთი სახელისუფლებო შტო, როგორიცაა ოლიგარქია. სახელმწიფო მუშაობას თავის მოქალაქეების და არა ერთი მუჭა მდიდრების ინტერესებისთვის. სწორედ ასეთ ცვლილებებს უყარეს კენჭის ჩვენმა მოქალაქეებმა 2019 წელს“, - განაცხადა 5 ნოემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მანამდე ე.წ. „ოლიგარქების კანონი“ ვერხოვნა რადამ 23 სექტემბერს მიიღო მეორე და საბოლოო მოსმენით.

კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი, ითვალისწინებს ოლიგარქის იურიდიული განმარტების შემოღებას, ოლიგარქების სიის შექმნას და მათ მოქმედებებზე შეზღუდვების დაწესებას. მაგალითად, მათ აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.


აშშ დიდი ხანია მოუწოდებს უკრაინას, ზომები მიიღოს ერთი მუჭა ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც სცენის მიღმა რჩებიან, მაგრამ უზარმაზარი პოლიტიკური გავლენით სარგებლობენ. კანონის კრიტიკოსთა თქმით, დაგეგმილი კანონმდებლობა შეიცავს სუბიექტური კრიტერიუმებით დევნის საფრთხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG