Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში ერთი დემონსტრანტი მოკლეს, არაერთი დაშავდა არჩევნების შედეგების გამო ძალადობის დროს


დემონსტრაცია ბაღდადში, 5 ნოემბერი, 2021 წელი

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, 5 ნოემბერს დაპირისპირება მოხდა სპეცრაზმსა და პროირანულ შიიტთა ჯგუფებს შორის. არსებული ინფორმაციით, ერთი პირი მოკლეს, ბევრია დაშავებული.

დაშავებულებს შორის არიან პოლიციელებიც. პოლიცია ბრბოს შესაჩერებლად ჰაერში ისროდა, რათა არ დაეშვა დემონსტრანტების შეჭრა განსაკუთრებით დაცულ ზონაში, სადაც სახელმწიფო შენობებია განთავსებული. თავიდან მედია იტყობინებოდა ორი პირის სიკვდილის შესახებ, მაგრამ შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ უარყო ეს ცნობა.

ბაღდადის ქუჩებში გავიდნენ პროირანული შიიტური ფორმირებების პარტიის მომხრეები. მათ ერთი თვის წინ არჩევნები წააგეს და დაკარგეს უმრავლესობა ერაყის პარლამენტში.

დემონსტრანტები თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა. ქვეყნაში ჯერ ვერ დათვალეს ხმები და ვერ გამოაცხადეს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები, რადგან ძალიან დიდია საჩივრების რაოდენობა. ერაყში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, რაც ეკონომიკურმა ვითარებამ გამოიწვია. 2019 წელს მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები მოეწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG